საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჩუქრების კამპანია დაიწყო

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჩუქრების კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, ყველა მონაწილე ბიზნესს საჩუქრად გადაეცემა Mastercard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხება (მაქსიმუმ 500 ლარამდე).
გარდა Mastercard ბარათისა, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გაააქტიურონ ბიზნეს ნაკრები M, რომელიც მოიცავს მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ.
მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის მეშვეობით.
კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:
- გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) – საკომისიოს გარეშე;
ან - გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში – საკომისიოს გარეშე.
გარდა აღნიშნულისა, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, მიიღებს:
- 100 ლარს (ყოველი მე-1000 ტრანზაქცია);
- 12 500 ლარს (ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია).
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის – სახაზინო გადარიცხვებიც.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე გახსნიან მას დისტანციურად;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და გახსნიან ბიზნეს ანგარიშს;
იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.