თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
თიბისი ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:
- საუკეთესო პროდუქტი
- საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
- გამორჩეული როლი რეგიონში
- საუკეთესო ფრილანსერი
გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სამი ჯილდოდან ერთ-ერთი:
- ახალი ვებგვერდი
- ბრენდინგი
- საკომუნიკაციო მხარდაჭერა
სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე: https://www.businessaward.ge/ka



