სიახლეები

მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

New Project 2025 05 20T181431875

სოციალური კაფე „მზიური“, “თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, ღია კინოჩვენებების მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის.

მზიურის ღია სივრცეში სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებები 2016 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური საავტორო ფილმების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

კინოჩვენებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ მეტი გაიგოს.

ღია კინოჩვენებები კაფე „მზიურის“ ეზოში მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე მოეწყობა.

დასწრება თავისუფალია.

სტატია სასარგებლო იყო?